9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 35 ბავშვი
2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 ბავშვი დაიღუპა - შსს
2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 ბავშვი დაიღუპა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.
უწყების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2025 წლის პირველ 9 თვეში, 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან სექტემბრამდე 345 ადამიანი დაიღუპა და 6 041 დაშავდა. გარდაცვლილთაგან 112 ქვეითად მოსიარულე იყო, 35 ბავშვი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების 26%, ანუ 1990 შემთხვევა თბილისში მოხდა. დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი 73-ია.
რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება, სადაც 499 ავარიას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი:





10:32
19:59
15:16
16:03
















