"92 წითელარმიელი დეპუტატია პარლამენტში" - ქუთაისში უმრავლესობის დეპუტატების ქმედება გააპროტესტეს
92 წითელარმიელი დეპუტატია პარლამენტში, რომელთაც სიტყვის თავისუფლება შეზღუდეს - ამ მოწოდებით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პოსტერუმ ქუთაისის" წევრებმა დეპუტატების ქმედება დაგმეს და განაცხადეს, რომ 92-მა დეპუტატმა არა მარტო ნიკა მელიას დაჭერას მიცა ხმა, არამედ შეზღუდეს სიტყვის თავისუფლება.
აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების ფოტოებიანი სტიკერები მერიის შენობაზე გააკრეს, რასაც დაცვის პროტესტი მოყვა. დაცვის წევრებმა ახალგაზრდებს სტიკერების გაკვრაში ხელი შეუშალეს და გაკრული სტიკერების მალევე ჩამოხიეს.
"ჩვენ ვგმობთ 92 წითელარმიელი დეპუტატის ქმედებას, მათ არა მარტო ნიკა მელიას დაჭერის მცდელობას დაუჭირეს მხარი, არამედ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. დღეს მერიის შენობაზე გავაკარით სტიკერები მაჟორიტარების გამოსახულებით, რადგან მოსახლეობა იცნობდეს მათ. დაცვის წევრებმა ხელი შეგვიშალეს და ჩამოხიეს სტიკერები, მაგრამ მაინც მოვახერხეთ რამდენიმე გაგვეკრა და პროტესტი გამოგვეხატა", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ოთო კაჭკაჭიშვილმა.
მათი თქმით, თუ ეს ქმედება დანაშაულია, მერიას შეუძლია ჯარიმა გამოწეროს და პროტესტის გამოხატვაში ხელი არ შეუშალოს. აქცია დღეს სხვადასხვა ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















