|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ააიპების ხელმძღვანელები მერის ბრძანებას არ ასრულებენ"

ქუთაისის მერიას ოპოზიცია მენეჯმენტს უწუნებს. საკრებულოს დეპუტატი,  „ევროპული საქართველოს“ წევრი მერაბ მეშველიანი აცხადებს, რომ მერია ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა მიერ ვალდებულებების შესრულებას, რაც მათ სისუსტეზე მიუთითებს. მერაბ მეშველიანმა დღეს საკრებულოს სხდომაზე იმ ააიპების ხელმძღვანელებზე ისაუბრა, რომელთაც არაერთი მიმართვის მიუხედავად საჯარო რეესტრში არ მოახდინეს საკუთარი თანამდებობის რეგისტრაცია.

„როდესაც თანამშრომელი სამი თვით ინიშნება, ის მიდის საჯარო რეესტრში ახდენს რეგისტრაციას, თუ შემდეგში მერის ბრძანებით, დაინიშნება უვადოდ, განმეორებით ახდენს რეგისტრაციას. ე ს არის წესი, რომელიც უნდა შეასრულოს ყველამ, მაგრამ მე გეტყვით თქვენს ააიპებს, რომელთა ხელმძღვანელებმაც მიმართვის მიუხედავად, არ შეასრულეს მერის ბრძანება. ააიპ „მადლიერების სახლის“ მმართველმა თამთა ბაკურაძემ, რომელზეც  დიდ პოლიტიკურ მომავალს ამყარებთ და ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანების“  მმართველმა დავით წიტაიშვილმა არ მოახდინეს რეგისტრაცია, მათ არ შეასრულეს მერის ბრძანება, რაც მიუთითებს მენეჯმენტის სისუსტეზე და იმას, რომ ვერ მოახდინეთ ამ თემის მოწესრიგება“-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

შენიშვნას მერიის წარმომადგენელმა უპასუხა და განაცხადა, რომ თავად იყო მისული  რეესტრში ცვლილების განსახორციელებლად, თუმცა ხარვეზების გამო ვერ მოხდა თამთა ბაკურაძის რეგისტრაცია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა