ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
ქუთაისი. მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 5“ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ფიდერებს:
· 21 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „ტპ-4“, ახალგაზრდობის გამზირი.
· 21 მარტს, 14:00-17:00 სთ - ფიდერი „სატრაქტოროს ბინები“, ახალგაზრდობის I შეს., გრ. აბაშიძის ქუჩის დასაწყისი და გ. ლეონიძის ქუჩის ბოლო მონაკვეთები.
· 22 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „ბზავანი“, წერეთლის ქ. (ღვინის ქარხანა).
· 22 მარტს, 14:00-17:00 სთ - ფიდერი „67ბ“, ახალგაზრდობის გამზირი, შესახვევებით, წერეთლის ქ. ნაწილი.
· 23 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „სამხედრო 1“, ახალგაზრდობის გამზ. - სამხედრო მე-3 ქვეითი ნაწილი.
· 23 მარტს, 14:00-17:00 სთ - ფიდერი „სამხედრო 2“, ახალგაზრდობის გამზ. - სამხედრო მე-3 ქვეითი ნაწილი.
· 24 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „155“, ახალგაზრდობის გამზირი, შესახვევებით.
· 24 მარტს, 14:00-17:00 სთ - ფიდერი „ტპ-9“, ახალგაზრდობის გამზ. - სატრაქტორო ქარხანა.
25 მარტს მაღალი ძაბვის ქვესადგურში “ქუთაისი-1” დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 8400-მდეაბონენტს ქ. ქუთაისის კახიანოურის, საფიჩხიისა და ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესშიელექტროენერგიის მიწოდება 10:00 -დან 17:00 საათამდე შეუწყდებათ წერეთლის (ნაწილ.), ფოთის, ბაქოს, უზნაძის, ლომონოსოვის, ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის,ჩორგოლიანის, ლეონიძის, რაზმაძის, ანჯაფარიძის, ასათიანის, სინაურის, გვანცელაძის, რესპუბლიკის, დავითაშვილის, მჭედლიძის, თამარ მეფის (ნაწილ.),აღმაშენებლის (ნაწილ.) და ილია ჭავჭავაძის (ნაწილ.) ქუჩებზე მცხოვრებ მომხმარებლებს და აქ განთავსებულ ობიექტებს. სამუშაოების დასრულებისთანავეაბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















