"ადამიანები იხოცებიან, ამ დროს კი მიწისქვეშა გადასასვლელი დაკეტილია" [VIDEO]
ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების დაკეტვას აპროტესტებენ. პარტია "თავისუფალი საქართველო" ადგილზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს.
პარტიის თანათავმჯდომარის განცხადებით, ჭავჭავაძის და ასათიანის ქუჩების კვეთაზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაკეტილია, რის გამოც ხშირია საავარიო სიტუაციები.
"შარშან აპრილში აანონსებდნენ მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციას, წელს კვლავ დაკეტილია. ადგილზე არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ადამიანები იხოცებიან, ამ დროს კი მიწისქვეშა გადასასვლელი დაკეტილია. ხელისუფლებას რამე მოუწოდო, კედელზე ცერცვის შეყრაა, ამიტომ მივმართავთ მერიას, არის თუ არა დაკეტილი მიწისქვეშა გადასასვლელები და გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ამის გამო? რას აპირებენ, გაიხსნება თუ არა მიწისქვეშა გადასასვლელი და როდემდე უნდა იხოცებოდნენ ადამიანები?"-განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ნიუპრესი