ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე სოფიო კილაძე დასახელდა
2011 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა, 2011-2013 წლებში კითხულობდა ლექციებს სამაგისტრო პროგრამაზე LLM zu Köln; 2012-2014 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, პარალელურად კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო შსს აკადემიის პრორექტორი. არის არაერთი საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი, 2015 წლიდან „საზოგადოება 2030“-ის წევრი და ანალიტიკოსია. თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის, როგორც "ქართული ოცნების" ახალი სახე, კენჭს იყრიდა ნაძალადევის #17 ოლქში, ასევე იყო პარტიის სიით შემადგენლობაში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















