|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითმმართველობისათვის უფლებების გადმოსაცემად ქუთაისში საპილოტე პროექტი ხორციელდება

საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას. საპილოტე პროექტი ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია  ადგილობრივი ხელისუფლებისათვის უფლებების გადანაწილება ძირითადი საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

უფლებამოსილების გადანაწილების პროეცესი ითვალისწინებს ანგარიშვალებულებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ახალი ფორმირების შექმნას. ასევე, ისეთი სისტემის, პროცედურებისა და მექანიზმების შემოღებას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და რესურსების გამოყენების პროცესში.

ადგილობრივი საჭიროებების გათვალიწინებით პროექტი "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში" -USAID -ის მიერ ხორციელდება.

მერიის ადმინიტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მთავარი სპეციალისტის, გურანდა გობიანის განცხადებით, ამ დროისთვის პროექტის ორი ეტაპი განხორციელდა, რაც შიდა და გარე შეფასება გულისმობს.

პროექტის ფარგლებში გამოიკითხნენ მერიის თანამშრომლები, რომელთაც სპეციალური ანკეტა შეავსეს. გაბიანის განცხადებით, ანონიმურობა დაცულია. ასევე გამოიკითხა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მისივე თქმით, თვითშეფასების დანერგვის საპილოტე პროექტის მომავალშიც გაგრძელდება და სხვა ფოკუსს ჯგუფებს მოიცავს.

ჩატარებული სამუშაოების ანგარიში ადმინისტრაციულმა სამსახურმა დღეს  წარადგინა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი