„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები შედის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილება შედის. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ზურაბ იაშვილის განცხადებით, ცვლილებით იმ ნორმის მოქმედების ვადა, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფას ეხება, 2031 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება.
„ცვლილების შედეგად,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 159-ე მუხლის მოქმედების ვადა გადავადდება 2031 წლის 1 იანვრამდე, რაც საშუალებას მისცემს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს განახორციელონ და დაასრულონ მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის თუ ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა ზურაბ იაშვილმა.

ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა

12:45
17:29
10:32
19:59