|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადიდებული მდინარე რიონიდან მაშველებმა მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს

 მდინარე რიონში სათევზაოდ შესული მამაკაცი, რომელიც  მდინარის ადიდების გამო უკან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, მაშველებმა გადაარჩინეს.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია და 46 წლის მოქალაქეს წარმოქმნილი კუნძულიდან გადაადგილების საშუალება აღარ მისცა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა იმერეთის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა