დღეს გახდება ცნობილი, ვინ უხელმძღვანელებს ადვოკატთა ასოციაციას
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი არიან.
პირველ ტურში ირაკლი ჩომახაშვილმა 1 109 ხმა მიიღო, ირაკლი ყანდაშვილმა - 1 283 ხმა. ირაკლი ჩომახაშვილს უცხადებს მხარდაჭერას პირველ ტურში მესამე ადგილზე გასული კანდიდატი მურმან ღურწკაია, მან პირველ ტურში 302 ხმა მიიღო.
ხმის დამთვლელთა კომისიის თავმჯდომარის, თეონა გვაზავას განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგები 22:00 საათის შემდეგ გამოცხადდება. მისი თქმით, ხმის მიცემის პროცედურა 19:00-საათისთვის შეწყდება, რის შემდეგაც ხმის დამთვლელი კომისიის წევრები აპარატის დათვლის შედეგად მიღებულ მონაცემებს მიიღებენ. არჩევნების შედეგები კი 21.00 საათისთვის გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას. პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო იყო 50%-ს პლუს ერთი ხმა.
ავტორი:




16:44
10:53
16:34
















