აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს სახლი წყალტუბოში შეუძინეს
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ, პაატა ნადირაძემ და იოსებ ხახალეიშვილმა, "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილ იზოლდა მანდარიას 6 სულიან ოჯახს ესტუმრნენ. დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სამინისტრომ იზოლდა მანდარიას ოჯახს წყალტუბოში, კერძო სახლი საკარმიდამო ნაკვეთითა და 2 ჰექტარი ხეხილის ბაღით შეუძინა. მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პარალელურად ოჯახს შემოსავლის წყაროც გაუჩნდა.
2012 წლიდან დღემდე "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის სამინისტრომ 717 სახლი შეისყიდა, მათ შორის 93 იმერეთში.

ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















