აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტის გაფართოება იწყება
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკშვილის განცხადებით, დაგეგმილია, რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი გაფართოვდეს, რომლის შედეგადაც აეროპორტს საშუალეაბ ექნება ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს.
“მნიშვნელოვანი პროექტი იწყება აგვისტროში ტერმინალის გაფართოების პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს – 6 რეისს მოემსახუროს ერთდროულად. ეს პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ. ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოესმახუროს. 92%-ი არის გაზრდილი მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან.ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ არის ვიზალიბერალიზაციის შედეგი და მეორე მხრივ არის ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგი”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
ნეტგაზეთი
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















