|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აგვისტოში ხილსა და ყურძენზე ფასები 15.3 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში ხილსა და ყურძენზე ფასები 15.3 პროცენტით  გაიზარდა.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ფასები გაიზარდა ასევე  ზეთსა და ცხიმებზე. 

„ფასები 15.3 პროცენტით მომატებულია ხილსა და ყურძენზე. ზეთი და ცხიმი 14.8 პროცენტით გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო – 13.1 პროცენტით. რძე, ყველი და კვერცხი 11.8 პროცენტითაა გაძვირებული, თევზეული კი – 10.8 პროცენტით. ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასებმა 10.8 პროცენტით მოიმატა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 10.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 9.4 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 8.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 3.2 პროცენტით.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (5.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.0 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.5 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3 პროცენტი)“, – ნათქვამია  საქსტატის ინფორმაციაში.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა