|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი ბობოხიძე ელისო ჩაფიძეს აკრიტიკებს

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ტყიბულის დეპუტატს აკრიტიკებს.  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე  აცხადებს,  რომ ტყიბულში მიმდინარე პროცესებით  ელისო ჩაფიძე პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას ცდილობს.
ბობოხიძის თქმით, მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ფონზე, არა მხოლოდ ტყიბულის ქვანახშირის შახტას, არამედ მთელ საქართველოს ელოდება გაჩერება.
"ბუნებრივია იქ, სადაც ეკონომიკა იკლებს, ნედლეულზე მოთხოვნაც იკლებს. შესაბამისად, ბუნებრივია, ტყიბულში მიმდინარე პროცესებიც. მე მინდა ერთ ფაქტს გავუსვა ხაზი - ელისო ჩაფიძე იყო ის ადამიანი, ვინც 2012 წელს ტყიბულებებს ეუბნებოდა, რომ წინა ხელისუფლებამ მათ შეღავათები შეუწყვიტა. დღეს კი ირკვევა, რომ ეს შეღავათები მოსახლეობას არა წინა მთავრობამ, არამედ ამ ხელისუფლებამ. ამიტომ მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო და ვუთხრა - ესაა ის დაპირებული მე-4 საუკეთესო წელი, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში ველოდებოდით. ელისო ჩაფიძე ცდილობს ამ პროცესებით თავისი პოლიტიკური დივიდენდები დაიგროვოს", - განაცხადა ბობოხიძემ, რომელიც  პარლამენტში ასევე იმერეთს, კერძოდ კი, წყალტუბოს წარმოადგენს.  

შეგახსენებთ, ელისო ჩაფიძე ტყიბულში მეშახტეების გაფიცვის გამო საკუთარ პოლიტიკურ გუნდს დაუპირისპირდა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი