აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში "მკითხველთა კლუბი" გაიხსნა
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში "მკითხველთა კლუბი" გაიხსნა. კლუბი უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი ახალგაზრდების ლიტერატურით დაინტერესება და მკითხველად ჩამოყალიბებაა, ახალგაზრდებს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია ნოზაძე ეხმარება: "ეს არის წიგნიერების პროპაგანდა. ვფიქრობ, კარგი საქმე კეთდება. ეს კლუბი გაზრდის წიგნიერების ხარისხს ჯერ ჩვენს უნივერსიტეტში, შემდეგ ქალაქში და შეიძლება, მთელი ქვეყანა ჩვენ ვიყოთ. კლუბი აქტიურ როლს ითამაშებს იმაში, რომ ბევრმა ახალგაზრდამ მიაკითხოს ბიბლიოთეკებს და წიგნის მაღაზიებს. ასევე ვფიქრობთ, ამ საქმეში კითხვის მოყვარული სკოლის მოსწავლეების ჩავრთოთ", - განაცხადა ლია ნოზაძემ.
"იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია, ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს - სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება",- ვეთანხმები დოჩანაშვილის ამ სიტყვებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლეთ ახალგაზრდების დაინტერესებას. ჩვენი კლუბი იწყებს მსურველების რეგისტრაციას", - განაცხადა კლუბის მენეჯერმა მარიამ ჯაფარიძემ.
"მკითხველთა კლუბის" აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მესამე კორპუსშია განთავსებული.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
















