|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კობა ნარჩემაშვილის სამაჟორიტარო ბიუროს ხელმძღვანელმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელია, დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაში პრობლემას ვერ ხედავს.

ახალაძის თქმით, თავად არ აპირებს საკრებულოს უმრავლესობის დატოვებას და ვერც უმრავლესობიდან გასული მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელობაში ხედავს პრობლემას.  თუმცა მისივე თქმით, თუ არჩევანის წინაშე დადგება, შესაძლოა, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს შეელიოს.

"არ მაქვს ინფორმაცია, უმრავლესობიდან თუ გავიდა, ისიც თქვენგან გავიგე.  ვფიქრობ, არ არის პრობლემა რომ უმრავლესობაშიც ვიყო და ბიუროსაც ვუხელმძღვანელო, ჯერ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, სავსებით შესაძლებელია, რომ ბიუროს ხელმძღვანელი აღარ ვიყო." 

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის თქმით, კობა ნარჩემაშვილის უმრავლესობიდან გამოსვლა ოპოზიციაში გადასვლას არ ნიშნავს.

 "კობა რომ გადის უმრავლესობიდან, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში გადადის. მე ვიცი, რომ უმთავრესი საკითხები,  რაც ქონდა "ოცნებას", კობა მისი მხარდამჭერია.  ის რომ მისი გადაწყვეტილება უმრავლესობიდან ჩემი გასვლის საკითხს დააყენებს, ასეთი რამ დღის წესრიგში არ დგას.  მე ვრჩები იქ,  სადაც ვარ, ძალიან კარგი უმრავლესობაა, საქმეზე არიან ორიენტირებული, რაიმე პრეტენზია უმრავლესობასთან არ მაქვს", - განაცხადა ალეკო ახალაძემ. 

 შეგახსენებთ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს საპარლამენტო უმრავლსობა დატოვა. დეპუტატი მესამე ძალის არსებობის საჭიროებაზე საუბრობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა