|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ, რომ ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები" - გრიგოლ ვაშაძე

"ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ, რომ ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ყოველგვარ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას  და მორალურ უფლებას მოკლებული პარლამენტარები და ხელისუფლება გავისტუმროთ პენსიაზე. არავითარ შურისძიებას არ ვაპირებთ. არავის დევნას არ ვაპირებთ, მაგრამ დაჯდეს ეს ხალხი სახლში და აცადოს მათ, ვინც საქმის კეთება იცის... ჩვენ გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციას, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ, საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, მოლაპარაკებებს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან", -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისას. 

 გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუცია უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დამცველი.  

ოპოზიციური პარტიების ერთობამ - "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი ქუთაისში, "ბაგრატის ტაძართან" წარადგინა.  

ათი ოპოზიციური პარტიის ახალი გაერთიანების "ძალა ერთობაშია" შემადგენლობაში არიან: „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; "ახალი საქართველო" - გიორგი ვაშაძე; "საქართველო ლიდერთა შორის" - მამუკა გამყრელიძე; "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" - პაატა დავითაია. 

შეგახსენებთ, გრიგილ ვაშაძე თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისთვის იბრძოდა, ის მეორე ტურში გავიდა, მაგრამ პარტიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა