"ამ ქალაქში ყველაფერი სულს ღაფავს და დაანებეთ თავი ადგილობრივ წარმოებას"
პრობლემები, რაც შეიქმნა "მაკნატუნათან" დაკავშირებით, ვთვლი, რომ არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან - განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ.
გოგი წულაია "მაკნატუნას" ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაურკვეველია, პატრიოტული მოტივის გამო ადამიანების დასჯა.
"ვთვლი, რომ ადამიანი პატრიოტული მოსაზრებების გამო ისჯებოდეს, არის საზიზღრობა. არ მგონია, მსოფლიოში არსებობდეს რომელიმე ქვეყანა, სადაც პატრიოტული მოსაზრებით გადადგმულ ნაბიჯებს ხელისუფლება სჯიდეს. მოვუწოდებთ, ხელისუფლებას, ისედაც სულს ღაფავს ამ ქალაქში ყველაფერი, როგორც იქნა ადამიანმა საწარმო შექმნა და ადგილობრივებს ასაქმებს. ნუ ითავხედებთ, ნუ დაღუპავთ ქვეყანას. დაანებთ თავი და ადგილობრივ წარმოებას შეუწყვეთ ხელი" , - განაცხადა გოგი წულაიამ.
მისი თქმით, თუ აუცილებელი გახდება, ის მაკნატუნას ღია მხარადაჭერას გამოუცხადებს და დადგება მათ გვერდით.
შეგახსენებთ, შპს "მაკნატუნაში" განაცხადეს, რომ საგადასახადო სამსახური განმეორებით მას შემდეგ შევიდა, რაც პროდუქციის შეფუთვაზე საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებით დაიტანეს. შემოსავლების სამსახურის განცხადებით კი, შემოწმება კანონის შესაბამისად ტარდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















