ამბროლაურში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 38 წლის კაცი დააკავეს
ამბროლაურში განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 38 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გარდაცვლილს სასიკვდილო დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენერბული.
არსებული ინფორმაციით დაპირისპირება სტუმარ-მასპინძელს შორის მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული შ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ქედისუბანში ბრალდებულმა შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.ვ.-ს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. რის შედეგადაც კ.ვ. გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებს შსს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა