|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკაში ქართველი ჯარისკაცის მემორიალი გაიხსნა

ამერიკაში ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის  მემორიალი გაიხსნა. ამერიკის პრეზიდენტმა პირველად გამოაგზავნა მედალი და  ვარსკვლავი,  ქართველი დაღუპული  ჯარისკაცისთვის.

აღსანიშნავია, რომ მედალი და ვარსკვლავი სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებულ სიტუაციებში გადაეცემათ ხოლმე.  ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა რუსთავში ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის საფლავი მოინახულა და ოჯახის წევრებს მედალი გადასცა. მისი თქმით, აღნიშნული ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახისთვის, ასევე თავდაცვის სამინისტროსთვის.

" პირველი ქართველი სამხედრო ვისი სახელობის მემორიალიც გაიხსნა ამერიკაში სწორედ იმ ბაზაზე რომლის სარდლობითაც ავღანეთში ქართული ჯარი ხელმძღვანელობს. ამერიკის პრეზიდენტმა პირველად გამოაგზავნა მედალი ვარსკვლავი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახის წევრებისთვის, ასევე თავდაცვის სამინისტროსთვის",-აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა