|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამინდის მოსალოდნელი პროგნოზი საქართველოში

გაეროს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 დეკემბერს საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ყინვა შესუსტდება და დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 10-12 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში -2;+3; ხოლო მაღალმთაში - 0;-5 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0-5 გრადუსი იქნება. შესაბამისად, ყინვა მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც შესუსტდება.

ყინვა შესუსტდება დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც -3-5 გრადუსამდე; ზოგიერთ რაიონში +2 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში ყინვები -5-13 გრადუსამდე შენარჩუნდება.

25-26 დეკემბერს კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი თოვლის სახით.
დაბლობსა და ბარში დღის ტემპერატურა 1-6 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში -
-2;+3; მაღალმთიან რაიონებში კი -6-1 გრადუსი იქნება.

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა