ამოიღეთ ყალბი მისამართები საარჩევნო საზღვრებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისხვას მიიღებთ! - სამსონ გუგავა
"ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და არარსებულ მისამართებზე მოქალაქეებს არეგისტრირებს", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამსონ გუგავამ.
მისი თქმით, მათ ოთხასამდე მისამართი აღმოაჩინეს, სადაც რამდენიმე ასეული ამომრჩევლის რეგისტრაცია მოხდება.
"ლეიბორისტებმა" საოლქო კომისიასთან ბრიფინგი გამართეს და მისამართების დაზუსტება მოითხოვეს. მათი თქმით, მსგავსი პრობლემა ყველა არჩევნებზე არის და ხელისუფლება მათ მოგვარებას არ ცდილობს. "ლეიბორისტება" მისამართების დაზუსტების მოთხოვნით #59-ე საოლქო კომისიას განცხადებით მიმართეს.
"იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად დაიწყო გაყალბების პროცესი. ჩვენი გადამოწმების შედეგად ქუთაისში აღმოვაჩინეთ 400 მისამართი, რაზეც მომავალში არარსებულ ამომრჩეველს დაამაგრებენ და ყალბი პირადობებით მოხდება გაყალბება. მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას - ამოიღონ ეს ყალბი მისამართები საარჩევნო საზღვრებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისხვას მიიღებთ", - აცხადებს სამსონ გუგავა.
საოლქო კომისიაში განმარტავენ, რომ კომენტარი განცხადების გაცნობის შემდეგ გაკეთდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




13:23
13:14
12:10
16:38
16:37
















