ქუთაისში 19 სპორტული მოედნის მოსაწყობად მილიონ 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება
წელს 19 სპორტული მოედნის მოსაწყობად 1 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეცნენ.
„ქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, 19 სპორტული მოედნის მოსაწყობად 1600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
ასათიანის, მესხიშვილის და მესხის ქუჩებზე განახლებული მინი-მოედნები ქალაქის მერთან ერთად, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ კობა ფხაკაძემ დაათვალიერეს, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა

16:31
14:20
12:16
15:13
13:05
















