ქუთაისში „თავისუფლების მოედანი“ ოფისის გასახსნელად ემზადება
პარტია „თავისუფლების მოედანი“ ქუთაისში ოფისის გასახსნელად ემზადება, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, პარტიის ოფისი წერეთლის #69-ში გაიხსნება. როგორც მანვე აღნიშნა, პარტიის ლიდერები იმერეთში ერთი კვირის განმავლობაში გამართავენ შეხვედრებს.
„ჩვენი ეროვნული კამპანია სწორედ ჩემი მშობლიური იმერეთიდან იწყება. პარტიის მთავარი ოფისი სწორედ ქუთაისში დაიდებს ამ დღეებში ბინას და აქედან იმერეთის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებს მოვინახულებთ", - აღნიშნა ცუცქირიძემ საუბრისას.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


13:35
10:03
09:58
14:27
















