|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივის მისაგებად ქუთაისიდან ათასობით ადამიანი გამოემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ქუთაისიდანაც უერთდებიან. თბილისში დილიდან ათასობით ადამიანი გამოემგზავრა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტის დანიშვნასთან დაკავშირებით, მოქალაქეები დადებითად აფასებენ. ისინი პატრიარქის ღვაწლზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ უწმინდესისასათვის პატივის მიგება მათი ვალია და 24-საათიან რიგში მდგომი ხალხი ყველაფერზე მეტყველებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა. მას 22 მარტს სამების ტაძრიდან სიონში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

ავტორი: