|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის შენობაზე უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ბანერი განთავსდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ბანერი განთავსდა.

მერიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის პატივსაგებად, შაბათს, 21 მარტს, 12:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან, ასევე, ,,ტორპედოს" სტადიონის მთავარ შესასვლელთან არსებული ავტოსადგომიდან, თბილისის სამების ტაძრის მიმართულებით გავა ავტობუსები. მგზავრობა იქნება უფასო.

ავტორი: