|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ არის საჭირო ორთოპედიული გეტრები ორსულებისთვის?

გეტრები ორსულებისთვის ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზის წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს,  კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად ერგება და საჭირო მოჭერილობაც აქვს.  ქალების დიდ ნაწილში ორსულობის ვადის მატებასთან ერთად  არსებული  ვენების ვარიკოზული დაავადება მწვავდება. უფრო კონკრეტულად კი,  II ან III ტრიმესტრში ქალი წონაში მატებს იწყებს, რის შედეგად სხეული მძიმდება, დიდი დატვირთვა მოდის ფეხებზე, სახსრებსა და სისხლძარღვებზე, ეს ყოველივე კი ვენების დაზიანების მაპროვოცირებელი ხდება. იცვლება სისხლის მომარაგებაც - რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო მეტისისხლის მომარაგება სჭირდება საშვილოსნოს. შედეგად ხდება სისხლის შეგუბება და ქვედა კიდურებზე დაყოვნება. ქალბატონების ნაწილს  ვარიკოზი ორსულობამდეც აწუხებს, ნაწილს კი ორსულობის პერიოდში უყალიბდებათ. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა: კიდურებში სიმძიმე, დაღლა, შეშუპება და ტკივილის შეგრძნება, ძალიან ეფექტურია საორსულო კოლგოტის გამოყენება. კომპანია “ახალი ხედვაში” ამ პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - Anita-ს, Sigvaris-ისა და Medi-ს საორსულე პროდუქტებს შეხვდებით. განვიხილოთ გეტრები ორსულებისთვის:  

  • საორსულე გეტრი - გამოიყენება მსუბუქი ხარისხის ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ხელს უწყობს ვენებიდან სისხლის უკუდინებას და ცირკულაციის გაუმჯობესებას. საორსულე გეტრები გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნითაც, რომელთა შეძენა შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც. გეტრი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს.
  • ვარიკოზული ვენების საწინააღმედგო კოლგოტი ორსულთათვის - გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას.

კომპანია “ახალი ხედვის” გეტრები ორსულებისთვის ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  მაღაზიაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ მეთოდით - კომპანიის ოფიციალურ ვეგვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც ხდება. გამოწერის შემდეგ, კი ნივთს ნებისმიერ ადგილას უმოკლეს ვადაში მიიღებთ.

 

ავტორი: