ანაკლიაში ფესტივალზე სამტრედიელი ახალგაზრდა გარდაიცვალა
ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. არსებული ინ ფორმაციით გარდაცვლილი 23 წლის სამტრედიელი ახალგაზრდაა. ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
ამასთან, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი იყო ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















