"ანალოგიური ფონდები არა გაჭირვებულებს, არამედ კონკრეტულ მმართველებს ემსახურება"
ქუთაისის მერიის ააიპებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულებისათვის ახლადშექმნილ საქველმოქმედო ფონდში ხელფასების 1 პროცენტის ჩარიცხვის შესახებ "ნიუპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ლეიბორისტული პარტიის"ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ირაკლი კიკვაძე ეხმიანება.
მისი თქმით, თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ამ ე.წ. შეთავაზებით, რომელიც სინამდვილეში იძულებაა.
"თანამშრომელთა ძალიან მცირე ნაწილი თუ აცხადებს უარს ამ იძულებაზე. სპორტის ააიპის მაგალითზე ადმინისტრაციის ერთმა თანამშრომელმა განაცხადა უარი, დანარჩენი დაექვემდებარა იძულებით კონიუქტურას. თუ ამას სისრულეში მოიყვანენ, ეს იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი, ძალადობა საბიუჯეტო მუშაკებზე, რომლის მიზანია მერიის ხელმძღვანელი პირებისაგან საბიუჯეტო სახსრების მითვისება. ანალოგიური ფონდები რეალურად არა გაჭირვებულებს, არამედ კონკრეტულ მმართველებს ემსახურება. თუ ასე შეტკივათ გული გაჭირვებულებზე, გაზარდონ სოციალური პაკეტები, ბენეფიციარების რაოდენობა, და არა ააიპის სახელფასო ფონდების ხარჯები, რომელიც "ქართული ოცნების" აქტივის შენახვას ემსახურება", -განუცხადა "ნიუპრესს" ირაკლი კიკვაძემ.
მისი თქმით, მის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით დგინდება, რომ წინა წელთან შედარებით მილიონამდე ლარით არის გაზრდილი მერიის ააიპების მხოლოდ ადმინისტრაციების ხელფასების საერთო რაოდენობა. როგორც ირაკლი კიკვაძე აღნიშნავს, აღნიშნული ზრდა აიპებში "ოცნების" პრივილეგრიებულ წევრთა ხარჯზე მოდის. ის აღნიშნულ თემაზე ბრიფინგის გამართვას და ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს.
ქუთაისის მერიის ააიპებში დასაქმებულებს გაურკვეველ ფონდში ხელფასის 1 პროცენტის გადარიცხვას სთავაზობენ
"ქუთაისის მერიას არ ქმნის ფონდს"- მერიის განმარტება საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















