ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლები სკვერს ითხოვენ
ქუთაისში ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლები სკვერს ითხოვენ, - მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეხვდნენ. ნიკა ნარსიას განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნით, რომელსაც ხელს 30-მდე ადგილობრივი აწერს, უკვე მიმართეს ქალაქის მერიას.
ნარსიას თქმით, მოსახლეობის მოთხოვნის შესახებ ინფორმირებული იყო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა მან რეაგირება არ მოახდინა.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის თემურ ნადირაძის განცხადებით, მოსახლეობისათან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს საუბარი იყო ადგილზე, რომელზედაც იყო დავა. კერძო მფლობელი ცდილობდა ამ ადგილის ხარჯზე თავისი საზღვრის გაფართოებას, მას მიეცა სიტყვიერი შენიშვნა და ეს ამბავი ამით დასრულდა. რაც შეეხება ადგილისათვის სკვერის სტატუსის მინიჭებას, ამ მოთხოვნით რაიმე დოკუმენტი არ შემოსულა. თუ ასეთი მოთხოვნა იქნება, მოხდება მისი განხილვა.
ანალოგიურს აცხადებენ ქალაქის მერიაშიც. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, მოხდება შემოსული განცხადების განხილვა და პასუხი ეცნობება ადრესატს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















