ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ქალი დააკავა
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგე ადა ს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, უწყების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ადა ს. მის ნაცნობ პიროვნებას დაჰპირდა, რომ გარკვეული თანხას სანაცვლოდ მოქალაქე ს. ნ-ს მოუგვარებდა ყველა საჭირო საკითხს და დაჩქარებული წესით ჩასვამდა ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. ადა ს-მ აღნიშნული პროცედურების მოგვარების სანაცვლოდ მის ნაცნობ ქალბატონს მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















