|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის საჯარო სკოლებში უფასო არაგეგმიური იმუნიზაციის კამპანია გაიმართება

იმუნიზაციის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირაში იმართება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ამ დღის მიზანია  საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იმუნიზაციის მნიშვნელობისაკენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  მსოფლიოს მასშტაბით კიდევ რჩება 20 მილიონამდე არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული ბავშვი, რომლებიც იმყოფებიან ამა თუ იმ სასიკვდილო დაავადებით ავადობის მაღალი რისკის ქვეშ.

როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც განსაკუთრებულად აზიანებს იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს რეგიონებს და თბილისს, რომლის შესაჩერებლად სწორედ სრული მობილიზაციაა საჭირო და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში.

 იმერეთში კვირეულის ფარგლებში, 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, პარალელურად საჯარო სკოლის პერსონალისათვის უფასო არაგეგმიური იმუნიზაციის კამპანია გაიმართება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა