|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“აქ მზე დაპატიმრებულია”-ქუთაისში აქცია გაიმართა

კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობა 350.org და სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” კამპანია “ქალაქები სიცოცხლისათვის” ფარგლებში აქციას “აქ მზე დაპატიმრებულია” ჩატარდა.   

ნინოშვილის პარკში, გაიმართა სიმბოლური აქცია. აქციაში მონაწილეობდნენ ეკო აქტივისტები. აქციის ფარგლებში გამართა პერფომანსი, რომლის განმავლობაშიც აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად გაათავისუფლეს მზე. ამ ადგილზე კი დაიდგა ნიშანი, რომელიც შეახსენებს ყველას, რომ “აქ მზე დაპიტიმრებულია”.

"ნინოშვილის პარკი დღეს ჩრდილში მოექცა, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მასთან მშენებლობის უფლება გასცა და მრავალსართულიანმა სახლმა სრულად გადაკეტა პარკი მზის სხივებისგან. დღეს, პარკი, ირგვლივ, სულ შენობებითაა გარშემორტყმული და პრაქტიკულად მისი მთავარი ფუნქცია  დაკარგული აქვს. პარკში არსებულ ხეებს მზე ვერ ანათებს, რადგან “აქ მზე დაპატიმრებულია”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა