|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„აქ სუნთქვა შეუძლებელია, ბავშვები გარეთ ვერ გამოგვყავს" [VIDEO]

„აქ სუნთქვა შეუძლებელია, ბავშვები გარეთ ვერ გამოგვყავს, საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით“,- ქუთაისში ხორავას ქუჩის მცხოვრებლები გაუსაძლის მდგომარეობას აპროტესტებენ. (ქუჩა ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ მდებარეობს) 

 ადგილობრივებს პრობლემას კორპუსებთან მდებარე სამშენებლო მაღაზია უქმნით, სადაც ქვიშა და ცემენტი იყიდება. მათი თქმით, ქარი ქვიშას ფანტავს და მთელი ქუჩა დანაგვიანებულია, რის გამოც სუნთქვის პრობლემები ექმნებათ. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ დასუფთავების სამსახური მათ ქუჩას ნაკლებად ასუფთავებს. მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით მიმართავს, ისინი გზის დასუფთავებასა და მორწყვას ითხოვენ.

„საშინელი მდგომარეობაა ჩვენს ქუჩაზე, გარეთ ვერ გამოვდივართ. იშვიათად იგვება ტერიტორია, არც ირწყვება, რის გამოც სერიოზული პრობლემები გვაქვს. მანქანის ჩავლა საკმარისია იმისთვის, რომ მტვერი დადგეს. ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს სარეცხსაც ვერ ვფენთ, ისეთი მდგომარეობა. იქნებ მოგვაქიონ ყურადღება",-აცხადებენ ადგილობრივები.

სამშენებლო მასალების მაღაზიაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, ხოლო ააიპ "დასუფთავების სამსახურში" გვიცხადებენ - "ტერიტორიის მორეცხვა რომ მოხდეს, ორ საათში გაშრება და იგივე მდგომარეობა დარჩება".

"აღნიშნული ქუჩა ერთჯერად დაგვაში არის ჩასმული და დღეში ერთჯერ იგვება, რაც შეეხება მორეცხვას,  მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდება საშენი მასალები და აქედან არის გამოწვეული დანაგვიანება. ქუჩის მორეცხვა რომ მოხდეს, ორ საათში გაშრება და იგივე მდგომარეობა დარჩება",-განაცხადა დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ ჭავჭანიძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა