|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„წიგნები საქართველოდან“ ემიგრანტებისათვის

ქუთაისში, თიბისი გალერიაში გაიმართა აქცია „წიგნები საქართველოდან“, რაც გულისხმობს წიგნის შეგროვებას, რომლებიც  შემდეგ გადაეგზავნება ემიგრანტებს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნება ქართული წიგნის კუთხე.

იმერეთში "საიას" მიგრაციის პროექტის ოფიცერის მეკო ჩაჩავას თქმით, კამპანია მიზნად ისახავს ემიგრანტებისათვის ქართული კერების შექმნას.

"ეს იქნება არა მხოლოდ ბიბლიოთეკა, არამედ იქნება სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ ურთიერთობას, იდეების გაცვლას. ეს ინიციატივა წამოვიდა ემიგრანტებისაგან, მათ გვთხოვეს, დავხმარებოდით ქართულენოვანი წიგნების შეგროვებაში. ჩვენი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა ევროპის 5 ქალაქში. რამდენიმე ქალაქში უკვე არსებობს სივრცე,  მაგალითად, სტამბულში არის კაფე "გალაკტიონი", ასევე სხვადასხვა ქალაქებში არის სხვადასხვა თავშეყრის ადგილები ქართველებისათვის, სადაც მოხდება ამ წიგნების განთავსება",- განაცხადა მეკო ჩაჩავამ.

აქცია "საიას" მიგრაციის პროექტის ფარგლებში გაიმართა.

წიგნების შეგროვებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლებმა, ორგანიზაციებმა, ქალაქის მერიამ და მუნიციპალიტეტებმა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა