აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში ქუთაისში 10-მდე ღონისძიება გაიმართება
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმებში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება.
მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება. ამავე დღეს, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება. წელსაც, დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე ღია იქნება - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.
წელს, აქციას „ღამე მუზეუმში“ კერძო მუზეუმებიც შეურთდნენ. სულ, ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობს 114 მუზეუმი, მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია 500 - მდე ღონისძიება.
აქციის ფარგლებში ღონისძიებები დაგეგმილია ქუთაისში.
დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში მოეწყობა გამოფენა - პერფომანსი „მე და ღამე,...! “, ასევე წარმოდგენილი იქნება გალერეის საგანძური სლაიდ-შოუს სახით . (მის: ქუთაისი, რუსთაველის ქ. №8) 19:00-01:00 საათი.
დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი: ფოტო-გამოფენა „ ქუთაისის მუზეუმები “. ( მის: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №7 ) 18:00-01:00 საათი.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მემორიალური სახლ – მუზეუმი: წარმოდგენილი იქნება ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი სახელწოდებით – „ სულ სხვა ხიბლი აქვს ოპერის მშვენიერი ჰანგების მემორიალურ სივრცეში აღქმას “. (მის: ქუთაისი, ვარლამიშვილის ქ. №25) 19:00-01:00 საათი.
საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი: ფოტოგამოფენა „საქართველოს სამუზეუმო ისტორია“. საინფორმაციო პერფორმანსი მუსიკალური ნომრების თანხლებით. (კოლუმბია მისურის ქ. №2) 17:00-01:00 საათი.
ზ. ჯავახაძის სახ. სპორტის მუზეუმი; ( ქუთაისი, კოლუმბია მისურის ქ. № 3)
პოეტ ირმა ქურასბედიანის პოეზიის საღამო 15:00 საათი. გამოფენა „ ქართველი ოლიმპიელები “ 19:00-01:00 საათი.
შემოქმედებითი სახლი „ჯარისკაცის მამა“: ღია კარის დღე: „სტუმრად ჯარისკაცის მამასთან“. ( ქუთაისი, ხახანაშვილის ქ. № 14) 19:00-01:00 საათი.
მოქანდაკე გიორგი (გოგილო) ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში (მის: ქუთაისი, თბილისის ქუჩა ქ. № 79 ) ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა. 19:00 – 01:00 საათი.
მუსიკოსისა და ხელოვანის არსენ ფოჩხუას სახლ-მუზეუმში ( მის: ქუთაისი, გ. ტაბიძის ქ. №31) ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა . 20:30 – 24:00 საათი.
ხელოვან გივი ბრეგაძის სახლ - მუზეუმში ( მის : ქუთაისი , დ. კლდიაშვილის ქ. №5 ) ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა .
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















