"ქალების ჩართულობით "ნაციონალური მოძრაობა" 2016 წლის არჩევნებს მოიგებს"
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში ქალთა ფრთა დაფუძნდა, რომელშიც პირველ ჯერზე დაახლოებით 40 ქალი გაერთიანდა.
ქალთა ორგანიზაცია კამპანიის "მეტი ქალი პოლიტიკაში" გაგრძელებაა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, მაია კვინიკაძის განცხადებით, ქალები არიან სახელმწიფოს რეზერვი, რომელთა შესაძლებლობების გამოყენებს აუცილებელია. მისივე თქმით, ქალები უნდა გააქტიურდნენ, რომ ჩაერთნონ ქვეყნის პოლიტიკაში, რადგან 11 %, რაც დღეს პარლამენტში ქალთა რაოდენობის მხრივ არის წარმოდგენილი, ძალიან მცირეა.
ორგანიზაციაში სხვადასხვა თაობის ქალები დარეგისტირდნენ, რომელთაც გამოთქვეს მზაობა მხარი დაუჭირონ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობას. მათი თქმით, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა ამ თემის მიმართ და ცდილობს პოლიტიკაში მეტი ქალი ჩართოს.
ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები თინათინ ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ესწრებოდნენ. თინათინ ბოკუჩავამ ქალთა ორგანიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ აქტიური და მოტივირებული ქალების საქმიანობით "ნაციონალური მოძრაობა" 2016 წლის არჩევნებს მოიგებს.
ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში ფუძნდება, ქუთაისში გახსნილი ორგანიზაცია ოცდამეათეა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















