|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აქტუალობა არ დაუკარგავს იმ თემებს, რომლებმაც 8 მარტის ისტორია შექმნეს"

საქართველოს სახალხო დამცველი8 მართთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "სამწუხაროდ, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს თემებს, რომლებმაც 8 მარტის – უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია შექმნეს"- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.  

"სრულიად საქართველოს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელიც, უპირველესად, ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება. სამწუხაროდ, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს თემებს, რომლებმაც 8 მარტის – უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია შექმნეს.

მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის აკრძალვა. ასევე, თვალსაჩინოა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიმართულებით არსებული უთანასწორობა. ერთი მხრივ,  საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები, ხოლო მეორე მხრივ, სპეციალური ღონისძიებების სიმცირე, ხილულ და უხილავ ბარიერებს ქმნის ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისათვის"-აცხადებს სახალხო დამცველი.

ავტორი: ნიუპრესი