|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არ არსებობს საფრთხე რკინიგზისა და საავტომობილო გზისათვის - ხარაგაულის მერის მოადგილე

დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის რკინიგზისა და საავტომობილო გზისათვის, - ამის შესახებ ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, სტიქიის ზონაში, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა. 
მისი თქმით, მდინარე ყარნებაზე არსებული წყლის შეგუბების მდგომარეობა შესწავლილია.
„სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის რკინიგზისა და საავტომობილო გზისათვის.
სამსახურების შეფასებით, დღეის მდგომარეობით, გარემოებები არ შეცვლილა და არ არსებობს წყლის შეგუბებასთან დაკავშირებული პანიკის შექმნის საფუძველი.
სამსახურების ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეგუბებული წყლის მასა არ იმატებს; ხდება წყლის გამოდინება", - განაცხადა ჭიპაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ტოპნიუსი“ ავრცელებს. 
 ცნობისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, სტიქიის ზონაში, ხდება წყლის დაგუბება, რაც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს რკინიგზისა და საავტომობილო გზისათვის. 

ავტორი: