"ქუთაისელებს ნელ-ნელა გაჩვევენ, რომ პარლამენტი აქედან მიდის"
"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გამართა. დავით ბაქრაძე მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობას შეხვდა. მან საარჩევნო პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბაქრაძემ აქცენტი რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე გააკეთა. მათ შორის გამოყო უცხოეთში მყოფი ემიგრანტებისთვის სამუშაო ბაზრის შექმნა. მისი თქმით, მიშვნელოვანია, ანგელა მერკელის განცხადება სამუშაო კვოტის შექმნაზე, რომელიც არის დასაწყისი და რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მან ასევე ისაუბრა ახალგაზრდების განათლებაზე. მისი თქმით, შეეძლო აქცენტი გაეკეთებინა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე, რომლებიც არც თუ ცოტაა ქვეყანაში. ბაქრაძის თქმით, ეს არის პრობლემა, მაგრამ ამაზე პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს პარლამენტთან და პრეზიდენტის ფონდი კი საზღვარგარეთ სწავლაზე უნდა გაიხარჯოს, რადგან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას არ აქვს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა.
ბაქრაძემ პრეზიდენტის ფუნქციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ყველა პრობლემის მოგვარებაში.
"პრეზიდენტი არ უნდა იყოს განცალკევებით, მაშინ როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, არ შეიძლება გვერდზე გადგეს, როდესაც ამდენ ადამიანს უჭირს"-განაცხადა პრეზდენტობის კანდიდატმა.
მას ასევე ისაუბრა პარლემენტის გადატანის საკითხზე და განაცხადა, რომ ნელ-ნელა ხდება შეჩვევა პარლამენტის გადატანის შესახებ.
"მე მესმის პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, ადამიანურად დისკომფორტია და რთულია თბილისიდან ქუთაისში სიარული, მაგრამ მთავარი აქ არის პოლიტიკური ინტერესი. ნელ-ნელა გაჩვევენ ქუთაისელებს, რომ პარლამენტი აქედან მიდის, ამაზე რამდენიმე წელია მიდის საუბარი და მხოლოდ ამ საუბრის გამო შეფერხდა რეგიონის განვითარება. კიდევ კარგი აეროპორტის გახსნა მოვასწარით. ჩვენ გადმოვიტანეთ პარლამენტი, რადგან განვითარების შესაძლებლობა მივეცით ქუთაისს. დარჩება თუ არა პარლამენტი ეს დეპუტატებს არ უნდა კითხოთ, ეს ქუთაისელების გადასაწყვეტია"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ავტორი:




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















