"არ ვიცოდი, თუ კვების პრობლემა ამდენ ბავშვს ჰქონდა"
"ჩვენი ფონდი დახმარებას სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს უწევს, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ამდენ ბავშვს ქონდა კვების პრობლემა",- განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაციის "მომავლის ფონდის" დამფუძნებელმა არჩილ ნიჟარაძემ.
ფონდმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ახალი დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების შვილების დახმარებაზე იქნება ორიენტირებული.
"ფონდს დაემატა ახალი დეპარტამენტი, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ოჯახებზე, მათ შვილებზე, ჩვენ ვიღებთ პატრონაჟს ამ ოჯახებზე, რათა დავეხმაროთ ყველა კუთხით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება განათლებისა და ჯანმრთელობის პროგრამებზე", - განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ოჯახის წევრების დახმარებაც იქნება შესაძლებელი.
დეპატრამენტის პრეზენტაციას საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების შვილები ესწრებონდენ. ასეთი ქუთაისში 11 ბავშვია.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















