|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა გაზპრომს"- ქუთაისში აქცია მოეწყო (ფოტო)

არასამთავრობო ორგანიზაციის  "ევროპა ჩვენი სახლია" ორგანიზებით ქუთაისში აქცია  სახელწოდებით "არა გაზპრომს" მოეწყო.  აქციის მონაწილეებმა  ქალაქის ცენტრში სტიკერები - "არა გაზპრომს" გააკრეს. 

 "დღევანდელი აქციით მოძრაობის "დაიცავი თავისუფლება" მიერ დაწყებულ აქციას ვუერთდებით. ხვალიდან ვიწყებთ უფრო მასშტაბურ აქციებს. მსვლელობა დილიდან დაიწყება, ქალაქის სხვადასხვა უბანში გავავრცელებთ ფლაიერებს.  მოსახლეობას მოვუწოდებთ მოვიდნენ აქციაზე, რათა ერთად ვუთხრათ "არა გაზპრომს"",- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარემ გია გოქაძემ.

აქციას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ამირან ძოწენიძეც შეუერთდა.   "ჩვენ წლების განმავლობაში  ჩამოვყალიბდით საიმედო პარტნიორად ევროპისთვის, როგორც ენერგო რესურსების გამტარი ქვეყანა. ეს არის ერთადერთი ალტერნატივა რუსეთიდან ევროპისათვის ენერგო-რესურსების მიწოდების. "გაზპრომთან" ამ მოლაპარაკების წამოწყებით მთავრობა  ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს საიმედოობას, როგორც პარტნიორის. საქმის, ან  ნდობის გაფუჭება შეიძლება ერთმა არასწორმა ნაბიჯმა გამოიწვიოს, რომლის გამოსწორებასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. ამიტომ ვიწყებთ მასობრივ მოძრაობას, მოვუწოდებთ ყველას, შეიკრიბონ აქციაზე და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. თბილისში, ზეგ გაიმართება მასობრივი აქცია კანცელარიასთან.  იქნებ ერთად გადავაფიქრებინოთ ჩვენს მთავრობას ამ უგუნური ნაბიჯის გადადგმა", - განუცხადა ამირან ძოწენიძემ "ნიუპრესს."

  

   

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა