"არა გაზპრომს"- აქციას "ნაციონალური მოძრაობა" დღეს გამართავს
"ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი აქცია "არა გაზპრომს" დღეს, 14:00 საათზე დაიწყება. აქცია ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდება, რა დროსაც სიმბოლური ჯაჭვი მოეწყობა მთავრობის ადმინისტრაციასთან, რომელიც რუსეთის საელჩომდე გაგრძელდება.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანის განცხადებით, აქცია ტრანსპორტის მოძრაობას არ შეაფერხებს.
როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, ქუჩის ორივე მხარეს იდგებიან ე.წ. მედროშეები, რომლებიც მოძრაობას გააკონტროლებენ. მისივე თქმით, მთელი პერიმეტრი 9 სექტორად იქნება დაყოფილი და თითოეულს თავისი პასუხისმგებელი პირი ეყოლება.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა, ყოველ 100 მეტრში იდგებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ყოველ 50 მეტრში კი პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
სერგო რატიანის თქმით, ეს იქნება მოწესრიგებული, მშვიდი აქცია. ამასთან, მან მოუწოდა სამართალდამცველებს, რომ წესრიგი უზრუნველყონ, თავის მხრივ კი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
"ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მთავრობას, რომ მშვიდი საპროტესტო აქციით, მაგრამ პრინციპულად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არ გვინდა, რომ 90-იან წლებში ჩავვარდეთ. "გაზპრომი" ნიშნავს სიცივეს, ეკონომიკურ გაჭირვებას და დამოუკიდებლობის შეზღუდვას", - განაცხადა რატიანმა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





21:51
11:02
16:29
16:27
















