|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "თბილისი პრაიდის" ჩატარების მცდელობა აქციით გააპროტესტეს [VIDEO]

"სოდომი მძიმე ცოდვაა", "არა გეი აღლუმს საქართველოში"-ამ მოწოდებებით ქუთაისში აქცია გაიმართა. ცენტრალურ ბულვარში შეკრებილები "თბილისი პრაიდის" გამართვის მცდელობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მხარდაჭერას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში პრაიდის წინააღმდეგ გამოდიან.

"შევიკრიბეთ მოქალაქეები და ვმართავთ აქციას. ჩვენ ვაპროტესტებთ გეი აღლუმის ჩატარების მცდელობას. ამასთან, მხარდაჭერას ვუცხადებთ ათიათასობით ადამიანს, რომლებიც თბილისში პრაიდის ჩატარებას აპროტესტებენ. ჩვენ მართლდიდებლები ვართ და ყველას ვეუბნებით, რომ ამ ცოდვის ლეგალიზება არ მოხდება. სოდომი მძიმე ცოდვაა, არ გვინდა გეი აღლიმი საქართველოში, ჩვენი მიზანია, ქუთაისის ხმა გაისმას და გავაგონოთ ყველას, რომ პრაიდს ვეწინააღმდეგებით "-განაცხადა აქციის მონაწილემ, ისტორიკოსმა მალხაზ მურუსიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, მზადყოფნაში არიან და რა დროსაც საჭირო გახდება, თბილისში წავლენ. ამისთვის დღესვე მხარდამჭერების სიის შედგენა დაიწყო. აქციაზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც. მათი თქმით, ეწინააღმდეგებიან თბილისი პრაიდს და არ დაუშვებენ მსგავს კამპანიას, რომელიც ეკლესიის და მარლთმადიდებლოაბს წინააღმდეგაა მიმართული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა