|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არა მონობას!-"ახალგაზრდა სოციალისტების" აქცია ქუთაისში [VIDEO]

არა მონობას, საქართველოში მონობა უნდა დასრულდეს!-ამ ლოზუნგებით და  შეძახილებით "ახალგაზრდა სოციალისტებმა" დღეს ქუთაისში აქცია-მსვლელობა გამართეს.

მათ პროტესტი დასაქმებულთა დარღვეული შრომითი უფლებების გამო გამოხატეს და ხელისუფლებისაგან მშრომელთა უფლებების გადახედვა მოითხოვეს.    

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მოხვდნენ შრომითი ექსპლუატაციის პირობებში. მათ შორის,  რუსთავის "აზოტის ქარხნის", ასევე "ბიბლიუსის" და სხვა კერძო კომპანიის თანამშრომლებს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, სახელმწიფომ გადახედოს თავის პოლიტიკას დასაქმების კუთხით, შეიმუშავოს ახალი საკანონმდებლო ბაზა, რათა დასაქმებულთა უფლებები იყოს იმაზე მეტად დაცული, ვიდრე დღესაა. სამწუხაროდ, დასაქმებულთა მდგომარეობა დღეს მონობას უტოლდება", - განაცხადა "ახალგაზრდა სოციალისტების" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯალიანმა.

"ახალგაზრდა სოციალისტების" აქცია- მსვლელობა  ცენტრალურ მოედანზე დაიწყო და სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" დასრულდა. აქციას ქუთაისში მოქმედი სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა