"არა ნაგავსაყრელს" - ჭოგნარის მოსახლეობა პროტესტის რადიკალურ ზომებს აანონსებს [VIDEO]
"არა ნაგავსაყრელს"-ამ მოწოდებით იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გაიმართა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჭოგნარის მცხოვრებლები სოფლის მიმდებარედ ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, დაუშვებელია მოსახლეობასთან ახლოს ნაგვსაყრელის მოწყობა. აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლიბის შემთხვევაში, რადიკალურ ზომებით იმუქრებიან.
მათი თქმით, თუ არ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ, შიმშილობას დაიწყებენ, ტერიტორიაზე ტექნიკას არ შეუშვებენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
"დაუშვებელია დასახლებულ პუნქტთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობა. არ დავუშვებთ და თუ საჭირო გახდა, შევეწირებით. არ გავჩერდებით, ვიდრე არ გვეტყვიან, რომ იქ ნაგავსაყრელი არ აშენდება, სხვა ყველა პასუხი მიუღებელია. მოძებნონ ალტერნატიული ადგილი"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, ერთი თვის განმავლობაში პასუხის მოლოდინში იყვნენ და აქციები შეაჩერეს.
ადგილობრივებმა დღეს აქცია ნაგავსაყრელისთვის განსაზღვრული ადგილიდან დაიწყეს და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამდე მსვლელობით მოვიდნენ, რის შემდეგაც მყარი ნარჩენების მართვის ოფისისაკენ გაემართნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















