|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არა ოკუპაციას! -საპროტესტო აქცია ქუთაისში [VIDEO]

"არა ოკუპაციას!", "რუსეთი კლავს"-ამ მესიჯებით გაიმართა დღეს საპროტესტო აქცია, ქუთაისში, თეთრ ხიდთან. 

არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა  ჩვენი სახლია" წარმომადგენლებმა  ამ აქციით საბჭოთა ოკუპაცია გააპროტესტეს. მათი თქმით, ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის მიერ მიტაცებულია ქვეყნის ტერიტორიის 20 %.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია გოქაძის განცხადებით, არ არსებობს, კარგი და ცუდი რუსეთი, არსებობს ერთადერთი რუსეთი, რომელიც კლავს, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იღონოს ყველაფერი, რომ დაიცვას ქვეყანა ამ აგრესიისგან.

ორგანიზაციის წევრებმა ჰაერში, სიმბოლურად, თეთრი ბუშტები გაუშვეს. 

 

 

25 თებერვალი ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა