|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა ოკუპაციას" - ქუთაისში აქცია გაიმართა [VIDEO]

"არა ოკუპაციას",- ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა  ბანერებით, შეძახილებით და ფერადი ბოლით მცოცავი ოკუპაცია გააპოტესტეს.

აქციის მონაწილეები  მთავრობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ, ყველაფერი გაკეთდეს, რომ შეწყდეს მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან.

"მთავრობას მოვუწოდებთ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ შეწყდეს ოკუპაცია, ასევე მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მეტი ყურადღება მოგვაქციონ, ვიდრე  კაზაკები შემოვლენ და დაიკავებენ საზღვარს. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, გამოვიდნენ და დადგნენ ჩვენს გვერდით,  ერთად გავაპროტესტოდ ოკუპაცია",-აცხადებს აქციის ორგანიზატორი ნიკა ნარსია.

პარალელურად აქცია გაიმართა სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც დღეს მცოცავი ოკუპაცია საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.



ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა