|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს" - თერჯოლის სოფლების მოსახლეობა ქუთაისში აქციებს მართავს

"არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს", "მოგვაცილეთ ნაგავი", - ამ მოწოდებებით იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცა გაიმართა.
ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ამჯერად თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭოგნარის, გოგოგნის, კვახჭირის და ოდილაურის მცხოვრებლები შეიკრიბნენ. ადგილობრივები მათ მიმდებარედ მუნიციპალური ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.
"არ დავუშვებთ ნაგავსაყრელის მშენებლობას, ეს საფრთხეს გვიქმნის ჩვენ. მოძებნონ ალტერნატიული ადგილი და იქ მიაწყონ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, კარვებს გავშლით და თუ ვერ იგებენ, რას ვითხოვთ, გავაგებინებთ და მეტი მოვალთ. სად არიან დეპუტატები, რატომ არ გვპასუხობენ და არ გვხვდებიან"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათ ქუთაისში ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას სოლიდარობისკენ მოუწოდეს, რადგან მათი თქმით, ეს საფრთხეს შეუქმნის ქუთაისს და ქალაქში პრობლემა შეიქმნება.
 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა