|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არანაირი მოთხოვნა, მითითება და ინსტრუქცია - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილზე

 საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა თავისი დაპირება და მისგან არანაირი ინსტრუქცია და მითითება არ მიუღია.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი წელიწად ნახევარია არ უნახავს, მასთან  "ეროვნული თანხმობის: საკითხებზე საუბარი სურდა, თუმცა უარი უთხრა, - "მე პოლიტიკაში აღარ ვარო". 

 

"ჩემი გამოცდილებაა, რომ არ მქონია არანაირი ურთიერთობა და იმასაც ვიტყვი, რომ იმ დღიდან, როდესაც ვიყავი არჩეული, რაც მითხრა იმ დღეს,  რომ მისგან არ იქნებოდა არანაირი მოთხოვნა  მითითება და ინსტრუქცია არ იქნებოდა,  ეს შესრულებული იქნა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა